არჩილ თალაკვაძე დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და უცხოეთში მოღვაწე ექიმებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველ ექიმებსა და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში უანგაროდ, პირადი თავგანწირვის ფასად გვერდში უდგანან უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მიგრანტებს.

მათივე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართული ემიგრაცია ინარჩუნებს ქართულ იდენტობას, ეწევა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას და სამშობლოს, საკუთარ ხალხს და ოჯახებს საქართველოს ფარგლებს გარეთაც ემსახურება.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს სახელმწიფო დაიცავს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს, განამტკიცებს სამშობლოსთან მათ კავშირებს და ხელს შეუწყობს მათი კულტურული და საგანმანათლებლო კერების განვითარებას.

შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით კაჭარავა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა