თინა ხიდაშელი - ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი საყრდენი ძალა ირაკლი კობახიძე გახდა, აბსოლუტურად რეალისტურად მეჩვენება ვერსია, რომ მას ჩააბარონ პარტია

მოლოდინი მაქვს მალე პრემიერის ცვლილების და შესაძლოა ამას მოჰყვეს შემდეგ მთავრობის ცვლილებაც, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

ხიდაშელის თქმით, ქვეყანაში არსებული კრიზისი ბუნებრივად გამოიწვევს მთავრობის ცვლილებას.

„ჩვენ არ გვყავს განახლებული საპარლამენტო შემადგენლობა „ქართული ოცნებისთვის“. თავად პარლამენტის წევრების გვარები და სახელები კი არის განახლებული, მაგრამ არცერთი ახალი ადამიანი, რომელიც მანამდე არ წარმოადგენდა „ქართულ ოცნებას“, ამ შემადგენლობაში არ არის. ჩვენ მივიღეთ უბრალოდ შესაკრებთა გადაადგილება. ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში, არც მთავრობაში არ უნდა ყოფილიყო დიდი ცვლილებების მოლოდინი. ეს ცვლილება ვერ შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო შემადგენლობაში. ყველა ადამიანი, რომელიც უშუალოდ პარლამენტისთვისაა ახალი გვარი და სახელი, მანამდე ან კონკრეტულ სამინისტროში მუშაობდა პოლიტიკურ თანამდებობებზე, ან წარმოადგენდნენ „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა აქტივობებში.

მე პირადად არავითარი მოლოდინი არ მქონია ცვლილების. მოლოდინი მაქვს მალე პრემიერის ცვლილების და შესაძლოა ამას მოყვეს შემდეგ მთავრობის ცვლილებაც. ვითარება არის ისეთი ქვეყანაში, რაც თავისთავად გამოიწვევს მთავრობის ცვლილებას. მე არ მგონია აქ რამე განსაკუთრებული ერთი მიზეზი არსებობდეს. ჩვენ წინ გვაქვს უმძიმესი ზამთარი და ბიძინა ივანიშვილი კი არა, ვინც არ უნდა მოინდომოს, სამწუხაროდ, ერთპარტიული პარლამენტის და პოლიტიკური დებატების, უკეთესი გამოსავლის ძიების არარსებობის პირობებში, კიდევ უფრო მძიმე იქნება ეს ზამთარი, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა. ეს ბუნებრივად იწვევს მთავრობის ცვლილებას. მე არ ვამბობ, რომ რამე დააშავა გახარიამ და ამიტომ დადგება ეს საკითხი. ეს საკითხი დადგება ბუნებრივად, ეკონომიკური, სავალუტო და პოლიტიკური კრიზისის გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანაში უკვე გვაქვს, მაგრამ ზამთრის განმვლობაში კიდევ უფრო დამძიმდება. მათ სჭირდებათ გეგმა ბ-ზე მუშაობა და ფიქრი დღესვე“, - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, აბსოლუტურად რეალისტურია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის და პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ირაკლი კობახიძე იკავებს.

„მე ვფიქრობ, რომ ყველა ლოგიკის გათვალისწინებით და მათ შორის, იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც დაგროვდა ბატონ ივანიშვილთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობით, ერთადერთი ლოგიკური ახალი ამბავი, რომელიც შეუძლია „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზოს, არის მისი წასვლა მორიგ ჯერზე და მორიგი გამოთხოვება საჯარო პოლიტიკიდან. ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე ეს ადვილი და წინასწარ სამეტყველო არ არის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რასაც ვუყურებთ, რომ მთავარი საყრდენი ძალა მისთვის გახდა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ეს ვერსია აბსოლუტურად რეალისტურად მეჩვენება, რომ მას ჩააბარონ პარტია. ძირითადად, ასე იღებს გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს