ალექსანდრე რაქვიაშვილი - ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი მოლაპარაკებებისადმი და მგონია, რომ არაფერი არ გამოვა კარგი

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ის ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია ვერ შეთანხმდება.

როგორც რაქვიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“განაცხადა, „გირჩი“ არ შევა პარლამენტში, თუ იქ სხვა ოპოზიციური პარტიები არ იქნებიან წარმოდგენილი.

„ჩვენ ბუნებრივია პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, თუ ის არ იქნება ნამდვილი პარლამენტი და იქ არ იქნებიან ოპოზიციური პარტიები წარმოდგენილი და არ იქნება კონსტიტუციური უმრავლესობა. მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი მოლაპარაკებებისადმი და მგონია, რომ არაფერი არ გამოვა კარგი. შანსი გვაქვს, ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ამ მომენტისთვის, რაც მოცემულობა გვაქვს, არ მგონია, რომ შევთანხმდეთ“, - განაცხადა მან.

რაქვიაშვილის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს „ნამდვილი პარლამენტი“.

„ძალიან რთულად წარმოსადგენია პარლამენტი, სადაც არ არის „ნაციონალური მოძრაობა“. იმიტომ კი არა, რომ ფანი ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ და რაღაც საერთო გვაქვს, უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი გამოხატავენ ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილის პოზიციას, მოგვწონს თუ არ მოგვწონს. ისევე, როგორც არ მინდა, რომ პარლამენტში არ იყოს „ქართული ოცნება“, ისინიც უნდა იყვნენ, ესენიც უნდა იყვნენ. ბიძინაც უნდა იყოს და მიშაც უნდა იყოს და მშვიდად იცხოვრონ, იყვნენ ბედნიერები. ეს მნიშვნელოვანია და ამიტომ, არც „ქართული ოცნების“ გარეშე არ იქნება ლეგიტიმური პარლამენტი და არც „ნაციონალური მოძრაობის“. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გვქონდეს ნამდვილი პარლამენტი“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს