აშშ-ში კორონავირუსის 249 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 814 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში კორონავირუსის 249 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 17 459 296-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსისი უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 2 814 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 313 588-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, აშშ-ში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებით მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ქვეყნის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ რამდენიმე საათის წინ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ, ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიის მიერ შექმნილ, ვაქცინას მიანიჭა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო