რუსეთში კორონავირუსის 28 209 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 585 პაციენტი დაიღუპა

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ის 28 209 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2 819 429 -ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 585 პაციენტი დაიღუპა და დაღუპულთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა.

რუსეთში კორონავირუსისგან 2 254 742 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა