ჰანს კლუგე - დრო იქნება საჭირო, რომ მოსახლეობის საკმარისი ნაწილი აიცრას, რათა საზოგადოებამ კოლექტიური იმუნიტეტი გამოიმუშაოს - ჩემი მესიჯი უცვლელია, უნდა მივყვეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს

უნდა გავიაზროთ, დრო იქნება საჭირო იმისთვის, რომ მოსახლეობის საკმარისი ნაწილი აიცრას, რათა საზოგადოებამ კოლექტიური იმუნიტეტი გამოიმუშაოს. ასე რომ, ჩემი მესიჯი უცვლელია, ჩვენ უნდა მივყვეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ კლინიკურ სასტუმრო „ჰოილიდეი ინნში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი ვაქცინის გამოყენებისას, პირველ რიგში, საჭიროა დავრწმუნდეთ მის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში. ამასთანავე, როგორც ჰანს კლუგემ აღნიშნა, კარგი ვაქცინის შემუშავებას 5-დან 10 წლამდე სამუშაო პერიოდი სჭირდება, ამ შემთხვევაში კი საუბარია ერთ წელზე ნაკლებ დროზე, როდესაც ვაქცინები შეიქმნა.

„დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ნებისმიერი ვაქცინა, რომლის გამოყენებაც მოხდება, არის უსაფრთხო და ეფექტური. როგორც წესი, კარგი ვაქცინის შემუშავებას სჭირდება 5-დან 10 წლამდე, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ერთ წელზე ნაკლებ დროზე, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა, სულ უფრო მეტი ვაქცინაა, რომელიც გადის დამტკიცების პროცედურას და ისინი მომავალი წლიდან გავრცელდება. თუმცა უნდა გავიაზროთ, რომ დრო იქნება საჭირო იმისთვის, რომ მოსახლეობის საკმარისი ნაწილი აიცრას, რათა საზოგადოებამ კოლექტიური იმუნიტეტი გამოიმუშაოს. ასე რომ, ჩემი მესიჯი უცვლელია, ჩვენ უნდა მივყვეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს,“- განაცხადა ჰანს კლუგემ.

მისივე განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადვოკატირებას ეწევა, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს მოზიდული სამედიცინო სფეროში.

„მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მომეწონა ეს ფაქტი, რომ ახალგაზრდები ჩართულები არიან კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებისთვის ეს პროფესია იყოს მიმზიდველი, გვყავდეს მეტი ექიმი, მეტი მედდა და სამედიცინო მუშაკი. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ არის დადებითი დინამიკა ქვეყანაში, მაგრამ ჯერ საბოლოო მიზნამდე არ ვართ მისული, ამიტომ მოგიწოდებთ, დაიცვათ ყველა დაწესებული ზომა,“- განაცხადა ჰანს კლუგემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს