ერევანში, სამხედრო პანთეონთან, სადაც ნიკოლ ფაშინიანის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ, სიტუაცია დაძაბულია

ერევანში, იერაბლურის სამხედრო პანთეონთან, სადაც ნიკოლ ფაშინიანის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ, სიტუაცია დაიძაბა, -ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დილიდან პანთეონთან ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მოქალაქეები, მათ შორის ყარაბაღის ომის ვეტერანები და ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ახლობლები არიან შეკრებილი, რომლებიც სკანდირებენ : "ნიკოლ მოღალატე!"

ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ ერევნის რესპუბლიკის მოედნიდან სამგლოვიარო მსვლელობის მონაწილეები, მათ შორის ნიკოლ ფაშინიანი და ქვეყნის სხვა ოფიციალური პირები, იერაბლურის სამხედრო პანთეონისკენ დაიძრნენ.

პანთეონთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა