ერევანში, სამხედრო პანთეონთან ნიკოლ ფაშინიანს შეძახილებით „ნიკოლ, მოღალატე!“ დახვდნენ

ერევანში, იერაბლურის სამხედრო პანთეონთან, სამგლოვიარო მსვლელობის მონაწილეები, მათ შორის სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მივიდნენ.

პანთეონთან მათ საპროტესტო აქციის მონაწილეები დახვდნენ, რომლებიც სკანდირებენ : „ნიკოლ, მოღალატე!“, „ნიკოლ, თურქო!“ სომხური მედიის ინფორმაციით, მსვლელობის დროს, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, ფაშინიანს უპრეცედენტო რაოდენობის დაცვის თანამშრომლები ახლდა.

პანთეონთან დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

შეგახსენებთ, დღეიდან სომხეთში, მთიანი ყარაბაღის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. დღესვე რესპუბლიკის მოედნიდან იერაბლურის სამხედრო პანთეონამდე სამგლოვიარო მსვლელობა მოეწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა