მამუკა მდინარაძე - უკვე გამოიკვეთა ოპოზიციის მიზანი - ეს არ არის ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობა

უკვე გამოიკვეთა ოპოზიციის მიზანი - ეს არ არის ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ „ვორდინგში“ გაჩნდა სიტყვები „მსხვერპლი“ „ძალადობრივი ლეგიტიმური რევოლუცია“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, მოლაპარაკების მაგიდას ოპოზიციის წარმომადგენლები აყირავებენ.

„მე ძალიან გულწრფელად, კარგად მესმის კარლ ჰარცელის წუხილი. ბუნებრივია, როდესაც ასეთი ჩიხური სიტუაციისკენ მიდის პროცესები, არამხოლოდ ჩვენი შეფასებით, ალბათ, ყველა ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით, ეს მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, რომ მაგიდას აყირავებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, იმდენად რამდენადაც ისინი არ მოდიან ისეთ დათქმებზეც კი, როგორიც არის შეთავაზება რიგგარეშე არჩევნებისა იმ შემთხვევაში, თუ მათივე მონაწილეობით, საგამოძიებო კომისია დაადგენს 1%-იან გადახრასაც კი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ამაზე უარის თქმა, წარმოიდგინეთ რამხელა ვა-ბანკზე წასვლაა.

უკვე გამოიკვეთა ოპოზიციის მიზანი. პირველი, ეს არ არის ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ „ვორდინგში“ გაჩნდა სიტყვები „მსხვერპლი“და „ძალადობრივი ლეგიტიმური რევოლუცია“.

ამით ჩვენ ვადასტურებთ იმას, რასაც წინა პერიოდში ისედაც ვამბობდით და ვაანონსებდით, რომ ეს ხალხი ასე ფიქრობს, იქნება ასეთი დღე, როდესაც ამას იტყვიან და თქვეს ყველაფერი.

სიტყვა - სიტყვით გიმეორებთ გიგა ბოკერიას მიერ ნათქვამ ფრაზას „ძალადობრივი ლეგიტიმური რევოლუცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს