გიგა ბოკერია - დიქტატურასთან შეგუება არის კატასტროფა, რევოლუცია არის ძალიან სარისკო ქვეყნისთვის, ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ვადამდელი, ნორმალური არჩევნები

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, პარტიის პოზიცია რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით დიდი ხანია მკაფიოა. ბოკერიას განცხადებით, დიქტატურათან შეგუება კატასტროფაა, ხოლო რევოლუცია, როგორც მშვიდობიანი, ისე არამშვიდობიანი სახით, არის ქვეყნისთვის ძალიან სარისკო.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო ვადამდელი არჩევნები.

„ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით დიდი ხანია მკაფიოა. დიქტატურასთან შეგუება არის კატასტროფა, რევოლუცია არის ძალიან სარისკო ქვეყნისთვის, მშვიდობიანიც და მითუმეტეს არამშვიდობიანიც, სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო ვადამდელი ნორმალური არჩევნები.

ამრიგად, ეს არის სწორედ გამოსავალი, იმისთვის, რომ ავიცილოთ თავიდან, ერთი მხრივ, კატასტროფული საფრთხე დიქტატურის, სტაგნაციის და მეორე მხრივ, რისკები ნებისმიერი სახის რევოლუციის. სწორედ ამიტომ გვინდა ვადამდელი ნორმალური არჩევნები“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა