მამუკა მდინარაძე - შეუთავსებლობაა ორივე ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაზე ერთდროულად მუშაობა - გუნდი გოჩა ლორთქიფანიძესთან ერთად უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას

შეუძლებელია, შეუთავსებლობაა ორივე ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაზე ერთდროულად მუშაობა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ არჩევაზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, გოჩა ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის წარმატება, ეს ქვეყნის წარმატებაც არის.

„რა თქმა უნდა, შეუძლებელია, შეუთავსებლობაა ორივე ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაზე ერთდროულად მუშაობა. აქ გოჩა ლორთქიფანიძის აზრიც პრიორიტეტული და გადამწყვეტია. ყველა ვარიანტში ჩვენ ამ ადამიანს უნდა მივულოცოთ ძალიან დიდი წარმატება. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის წარმატება, რომელმაც როგორც აღმოჩნდა დაიმსახურა ისეთი უმაღლესი შეფასება, რამაც განაპირობა მისი ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევა. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ქვეყნის ძალიან დიდი წარმატება, ქვეყნის კიდევ ერთი აღიარება. დანარჩენს რაც შეეხება ფორმალური მხარეა, ამასთან დაკავშირებით გუნდი გოჩა ლორთქიფანიძესთან ერთად უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ გაგრძელდეს ეს პროცესი, რადგან ის იუსტიციის მინისტრის კანდიდატად არის წარმოდგენილი, გადაწყვეტილების შესახებ გაცნობებთ. წინასწარ ვერავის ვერ ეცოდინებოდა ჰააგის სასამართლოს მოსამართლის არჩევასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, რადგან ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ამავე დროს ეს ადამიანი წარმოდგენილია კონკრეტულ თანამდებობაზე, ამითაც დავრწმუნდით, რომ ეს ადამიანი ბუნებრივია ამასაც იმსახურებდა“,-განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, რამდენად დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთივს გოჩა ლორთქიფანიძის მხრიდან უარის თქმა აღნიშნულ წარმატებაზე, მამუკა მდინარაძე დასძენს: „ მე არ ვფიქრობ, რომ ასეთ გადაწყვეტილებაზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ, რომ უარი თქვას ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობაზე“.

„ამის მოლოდინი, პირადად ჩემი სუბიექტური აზრია, არ მაქვს. ამიტომ ჩემი წარმოდგენიდან გამომდინარე ვსაუბრობ ფორმალურ შეუთავსებლობაზე და გადაწყვეტის გზებზე “,-განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო