ჯო ბაიდენმა კლიმატის ცვლილებაზე მომუშავე გუნდი წარადგინა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დელვერის შტატის ქალაქ უილმინგტონში კლიმატის ცვლილებაზე მომუშავე გუნდი წარადგინა.

მისი თქმით, კლიმატის ცვლილება კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა და ამ პროცესის შესაჩერებლად „ამბიციური გეგმა“ აქვს.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, მისი გუნდისთვის პრიორიტეტი იქნება.

სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში გარემოს დაცვის სამმართველოს მიშელ რეგანი დაიკავებს, რომელიც ამ თანამდებობაზე პირველი ფერადკანიანი მამაკაცი იქნება. ამასთან , ბაიდენმა გარემოს დაცვის საბჭოს ადმინისტრაციის უფროსად ბრენდა მალორი წარადგინა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში ამ თანამდებობაზე პირველი აფრო-ამერიკელი ქალი იქნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს