შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები განიხილეს და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან სფეროში დღეს არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.

მოწვეულმა სტუმრებმა, გამოთქვეს სურვილი შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს შემოსავლების სამსახურთან, რათა ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდეს ბიზნესისთვის ისეთი აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება როგორიცაა: სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით საგადასახადო შეღავათის დაწესება, ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესსუბიექტებისთვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადება, მოქალაქეთათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება და სხვა.

,,სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის აქტუალურ თემებზე და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრათ. ბიზნესსექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრას შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი, საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი რომან ბუღაძე, ასევე მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებუაძე, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაალ ტყეშელაშვილი და მისი მოადგილე გიორგი ოქროშიძე ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა