"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ

“ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, უკვე პარტიის ყრილობაზე მოხდება პარტიის თამვჯდომარის არჩევა, ყრილობა კი თვის ბოლოს ჩატარდება.

"პოლიტიკურ საბჭოს სხდომაზე ერთადერთი საკითხი იყო დღის წესრიგში, ეს იყო ახალი თავმჯდომარის არჩევის წესი. პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ თვის ბოლოს გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც დამტკიცდება პარტიის ახალი თავმჯდომარე. მანამდე, ალბათ, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პარტიის თავმჯდომარის არჩევა ყველაზე გაჭვირვალედ, ელექტრონულად მოხდება. ათიათასობით მხარდამჭერს და პარტიის წევრს საშუალება ექნება, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა და თავად განსაზღვროს ვინ იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. დღეს პოლიტსაბჭოზე გამოიკვეთა, ფარული კენჭისყრით იქნა შერჩეული კანდიდატები, რომლებიც უკვე ელექტრონულ კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას, ესენი არიან - ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ პარტია “ნაციონალური მოძრაობა" და მის მიერ დაკავებული ყველა პარტიული თანამდებობა 15 დეკემბერს დატოვა. როგორც მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა