ზაალ უდუმაშვილი - ინიცირებული კანონპროექტები და განცხადებები, რომელიც ბოლო დღეებში გაკეთდა, იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლება თავად ხურავს ფანჯარას, რომელიც ჯერ კიდევ არსებობდა

ინიცირებული კანონპროექტები და განცხადებები, რომელიც ბოლო დღეებში გაკეთდა, იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლება თავად ხურავს იმ ფანჯარას, რომელიც ჯერ კიდევ არსებობდა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების თაობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამის მიუხედავად, ისინი მზად არიან მივიდნენ მოლაპარაკების მე-5 რაუნდზე, თუკი ის ჩაინიშნება და ხელისუფლების საბოლოო პოზიცია მოისმინონ.

„ჩვენ ველოდებით მეხუთე რაუნდის დანიშვნას, როგორც კი დაინიშნება, ჩვენ მზად ვართ მივიდეთ მოლაპარაკებებზე, მიუხედავად იმ განცხადებებისა და ინიცირებული კანონპროექტებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ქმნის უმძიმეს ფონს, თუმცა, ჩვენ აუცილებლად მივალთ მოლაპარაკებებზე, რადგან ახლა ჩვენ ამ მოლაპარაკებებზე ერთადერთი რამისთვის მივდივართ, უნდა მოვისმინოთ ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

ყველაფერი დამოკიდებულია ახლა მთლიანად ხელისუფლებაზე, რადგან ის განცხადებები რომელიც ბოლო დღეებში გაკეთდა და ის ინიცირებული კანონპროექტები რა თქმა უნდა, იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლება თავად ხურავს იმ ფანჯარას, რომელიც ჯერ კიდევ არსებობდა მოლაპარაკებების. თუმცა, დაველოდოთ ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილებას. თუ ჩაინიშნება მეხუთე რაუნდი, იმის მიხედვით ვიმსჯელებთ უკვე რა წინადადებით მოვა ხელისუფლება ამ მოლაპარაკებებზე“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

რაც შეეხება შეხვედრებს, როგორც უდუმაშვილი ამბობს, ვიდრე ახალი თავმჯდომარე არ არის არჩეული, ამ უფლებამოსილებით სარგებლობს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე -კობა ნაყოფია და აღმასრულებელი მდივანი -ნიკა მელია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო