გიორგი ბარამიძე - ჩვენი წარმომადგენლები შემდეგი მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, პარტიის წარმომადგენლები მზად არიან, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობა მიიღონ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, “ნაციონალურ მოძრობას“ პრაგმატულად მიაჩნია, არ მისცეს ხელისუფლებას საბაბი თქვას, მოლაპარაკებები იმის გამო არ შედგა, რომ მხარეები არ მონაწილეობდნენ.

“რადგან ჩვენი დასავლელი პარტნიორების ელჩები თავს იწუხებენ და საქართველოს სახელმწიფოს, ქართველ ხალხს, ქართულ დემოკრატიას გვერდში უდგანან და ცდილობენ, ყველა შანსი გამოიყენონ ცივილიზებული ფორმით შეთანხმების მისაღწევად და მზად არიან იყვნენ შუამავლები, ჩვენც აქედან გამომდინარე, მივიღებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, რომ რეჟიმს არ მივცეთ საბაბი თქვას, თუნდაც ბოლო მომენტში მზად ვიყავით გონივრულ კომპრომისზე წავსულიყავით და იმის გამო, რომ ვინმე ამ მოლაპარაკებას არ დაესწრო, ამიტომ ჩაიშალა ეს ყველაფერიო. აქედან გამომდინარე, ჩვენი წარმომადგენლები შემდეგი მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ“, - განაცხადა ბარამიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა