მიხეილ ჩხენკელი გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, რეჟისორის გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო. იგი იყო ხელოვანი, რომელიც მთელი ცხოვრება ქართულ თეატრსა და კინოს ემსახურებოდა და ქართული თეატრის სცენაზე არაერთი შთამბეჭდავი და საინტერესო სპექტაკლი დადგა. საზოგადოებაში მისი კინოგმირები დიდი სიყვარულით სარგებლობენ, რაც მსახიობის შემოქმედების უპირობო აღიარებაა. მან არაერთი ნიჭიერი თაობა აღზარდა. ფასდაუდებელია გოგი ქავთარაძის ღვაწლი როგორც ქართული კულტურის, ასევე საქართველოს წინაშე. გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს გოგი ქავთარაძის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას“, - აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

გოგი ქავთარაძე სხვადასხვა წლებში იყო ქუთაისის, სოხუმის, ალ. გრიბოედოვის სახელობის, რუსთავის თეატრების დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მან სხვადასხვა თეატრის სცენაზე არაერთი სპექტაკლი დადგა, თეატრსა და კინოში უამრავი სახასიათო როლი შექმნა.

გოგი ქავთარაძე იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა