Operation Warp Speed - ის ხელმძღვანელი - კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ინფიცირებული პირებიც უნდა აიცრან

Covid-19– ით ინფიცირებული ადამიანები მაინც უნდა აიცრან ვირუსის საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ CNN - ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაჩქარებული შემუშავების პროგრამის Operation Warp Speed- ის ხელმძღვანელმა მონსეფ სლაუიმ განუცხადა.

”ვიცით, რომ ინფექცია არ იწვევს ძალიან ძლიერ იმუნურ რეაქციას და ის დროთა განმავლობაში ქრება”, - თქვა სლაუიმ.

სლაუის თქმით, ვაქცინის გაკეთება უსაფრთხოა იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინფიცირდა კოვიდ -19-ით.

”ეს მოხდა კლინიკურ კვლევებში”, - აღნიშნა მან.

”ტესტირებაში მონაწილე ადამიანებს ჰქონდათ გამოცდილი ან აქტიურად ჰქონდათ ვირუსული ინფექცია იმ დროს, როდესაც მათ დაიწყეს ვაქცინაცია, ამიტომ ეს უსაფრთხოა”,- აღნიშნა მან.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი