ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილს არასდროს არ ჰქონდა და ალბათ, არც ახლა აქვს სურვილი, რომ აქტიურად იყოს ჩართული პოლიტიკაში, თუმცა ამას მოითხოვს გარემოებები

„ქართლი ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის , საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის ყრილობა წლის ბოლომდე დაგეგმილი არ არის.

მან ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარეობიდან და პოლიტიკიდან მიდის და პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე ინიშნება.

კობახიძის თქმით, პოლიტიკიდან წასვლის საკითხი ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, თუმცა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

„ყრილობა არც იგეგმება, წლის ბოლომდე არანაირი გეგმა არ გვაქვს. ბიძინა ივანიშვილს არ აქვს სურვილი რომ პოლიტიკაში იყოს, თუმცა შემობრუნება მისთვის ერთგვარი იძულება იყო, რაც მან განმარტა. მას არასდროს არ ჰქონდა სურვილი და ალბათ, არც ახლა აქვს სურვილი, რომ აქტიურად იყოს ჩართული პოლიტიკაში, თუმცა ამას მოითხოვს გარემოებები. ყველაფერი მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს