კორონავირუსის ახალი შტამის გამო ევროპის ქვეყნები გაერთიანებულ სამეფოსთან საზღვრებს კეტავენ

კორონავირუსის სწრაფად გავრცელებადი შტამის გამო ევროპის ქვეყნებმა გაერთიანებულ სამეფოსთან საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, საფრანგეთმა კვირიდან 48 საათის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოდან ყველა მოქალაქის შესვლა, სატვირთო გადაზიდვები, საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მოძრაობა აკრძალა.

გერმანიამ, იტალიამ და ნიდერლანდებმა ბრიტანეთიდან ფრენები შეწყვიტეს. გაერთიანებული სამეფოდან ავია და საზღვაო რეისებზე შეზღუდვები დააწესა ირლანდიამაც. ამასთან, ქვეყანასთან საჰაერო და სარკინიგზო საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება ბელგიამაც მიიღო.

”ცოტა ხნის წინ ლონდონში აღმოჩენილი კორონავირუსის ვარიანტი შემაშფოთებელია და ის მეცნიერების მხრიდან გამოკვლევას საჭიროებს. მანამდე კი მაქსიმალჯური წინდახედულობის გამოჩენას ვამჯობინებთ,“- განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანზამ.

”ეს (ვირუსის მუტაცია) ჯერ გერმანიაში არ არის გამოვლენილი, მაგრამ ბრიტანეთიდან მიღებულ ინფორმაციას, რასაკვირველია, ძალიან სერიოზულად განვიხილავთ,” - განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოსთან მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს ავსტრია, შვედეთი, რუმინეთი, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი და ჩეხეთი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც მეცნიერების განმარტებით, არსებულთან შედარებით უფრო სწრაფად გავრცელებადია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა