გერმანიაში კორონავირუსის 16 643 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 226 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში კორონავირუსის 16 643 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 510 652-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს „რობერტ კოხის ინსტიტუტი“ ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 226 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 26 275-ს მიაღწია.

გერმანიაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული კარანტინის რეჟიმი გასული კვირის ოთხშაბათიდან გამკაცრდა. ქვეყანა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებით კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას 27 დეკემბერს დაიწყებს.

იხილეთ ვიდეო:გერმანიაში კორონავირუსის 16 643 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 226 ადამიანი გარდაიცვალა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო