ნიკოლ ფაშინიანი სიუნიქის მოსახლეობას - მე მოვდივარ, რომ თვალებში ჩაგხედოთ

მე მოვდივარ, რომ თვალებში ჩაგხედოთ, თქვენს შეკითხვებს ვუპასუხო, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელშიც ის სიუნიქის პროვინციის მოსახლეობას მიმართავს.

ფაშინიანის თქმით, სიუნიქში დაგეგმილი ვიზიტის მიზანი არა ხალხის გაღიზიანება, სიტუაციის გამწვავება და „ჭრილობაზე მარილის დაყრა“, არამედ მოსახლეობასთან გულახდილი საუბარია.

„მე ეს გადაწყვეტილება სიუნიქის მოსახლეობის მიმართ პატივისცემისა და დაფასების გამოსახატად მივიღე. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ჩაგხედოთ თვალებში და თქვენს შეკითხვებს ვუპასუხო,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სომხური მედიის ინფორმაციით, დღეს დილიდან სიუნიქის შესასვლელებთან მოსახლეობა შეიკრიბა, რომლებიც აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრს პროვინციაში არ შეუშვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაც მოხდა.

იხილეთ ვიდეო:ნიკოლ ფაშინიანი სიუნიქის მოსახლეობას - მე მოვდივარ, რომ თვალებში ჩაგხედოთ

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.01.2021
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის