ბექა დავითულიანი - ოპოზიციას სურს მოდელირებული გაყალბების ქრონიკა შექმნას და ამაში ვერ გავყვებით - თვითონ შეჰყავთ პროცესები ჩიხში

„ქართული ოცნების" დეპუტატის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ოპოზიციას სურს მოდელირებული გაყალბების ქრონიკა შექმნას და ამაში მმართველი პარტია ვერ აჰყვება. ამის შესახებ დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პარტიების დაფინანსების წესის შეცვლის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. ბექა დავითულიანი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების პროცესი ოპიზიციას ჩიხში თვითონ შეჰყავს.

„ოპოზიცია ცდილობს ჩიხისკენ წაიყვანოს ეს პროცესი იმიტომ, რომ ცალსახად და მკაფიოდ აცხადებს, რომ მათთვის ყოველგვარი არგუმენტის, დასაბუთებისა და მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე ერთადერთი მისაღები გამოსავალია დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ამაზე ჩვენ კატეგორიულად ვამბობთ, რომ ასე ვერ მოხდება. გადავთვალოთ ნებისმიერი უბანი, გადავთვალოთ 1 500 უბანი, იყო ასეთი შეთვაზება. თუ დადასტურდება, რომ თუნდაც 1%-იანი სარგებელი არაკეთილსინდისიერად, უპირატესობა მინიჭებული აქვს „ქართულ ოცნებას", მაშინ ყველაფერზე თანახმა ვართ. ისინი ამაზე არ მოდიან. მათ არ სურთ, რეალური სურათი დაანახონ საზოგადოებას, მათ სურთ მოდელირებული გაყალბების ქრონიკა შექმნან და ამაში ვერ გავყვებით. თვითონ შეჰყავთ პროცესები ჩიხში. ჩვენ გამოსავალს ვთავაზობთ, რომელშიც ჩვენი აზრით, უნდა ჩაერთონ", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს