მაია ცქიტიშვილი - ვგეგმავთ აქტიური ნაბიჯების გადადგმას და „წყალმომარაგების კომპანიის“ კორპორაციული მართვის საუკეთესო მოდელის მოძიებას, მათ შორის კერძო სექტორის ჩართულობით

2019 და 2020 წლებში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების გაუმჯობებსებისთვის 500-მდე მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და მხოლოდ 2020 წელს დასრულებული პროექტების შედეგად 322 ათას ადამიანს გავუუმჯობესეთ წყალმომარაგების გრაფიკი და წყლის ხარისხი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რეგიონებში გამართული წყალმომარაგების უზრუნველყოფა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით წყალმომარაგებისთვის მოთხოვნილი 348 მილიონი ლარი მოხმარდება 150 დასახლებაში წყალმომარაგების პროექტების განხორციელებას, მათი დასრულების შემდეგ კი 360 ათასი ადამიანის წყალმომარაგება გაუმჯობესდება და 220 ათას ადამიანი პირველად ისარგებლებს ცენტრალური წყალმომარაგების ქსელით.

ცქიტიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კახეთში დაგეგმილ პროექტებზე, სადაც 130 000 ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება. მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ წყალმომარაგება/წყალარინების პროექტები განხორციელდება ქვემო ქართლისა და გურიის რეგიონებში, სადაც ამჟამად წყლის ინფრასტრუქტურის პრობლემა კრიტიკულია.

„საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დავიწყეთ რეგიონებში მუნიციპალურ დონეზე წყალმომარაგების მართვის საუკეთესო მოდელის გამოვლენა და შემუშავება. ბოლო წლების გამოცდილებისა და გამოწვევების ანალიზის შედეგად, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან ერთად ვგეგმავთ აქტიური ნაბიჯების გადადგმას „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კორპორაციული მართვის საუკეთესო მოდელის მოძიებისთვის, მათ შორის კერძო სექტორის ჩართულობით“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა