გია ხუხაშვილის შეფასებით, თუ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ ნიკა მელიას აირჩევენ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი მზად არის აბსოლუტური ძალაუფლების ნაწილი დათმოს მის სასარგებლოდ

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ნიკა მელიას აირჩევენ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის საკუთარი აბსოლუტური ძალაუფლების გარკვეული ნაწილი დათმოს მელიას სასარგებლოდ. ამის შესახებ გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა”, ისევე როგორც ,,ქართული ოცნება” რელიგიურ პრინციპზე, გარკვეულ აბსოლუტზეა აგებული - აბსოლუტი ამ შემთხვევაში არის მიხეილ სააკაშვილი, „ქართული ოცნების” შემთხვევაში კი გასაგებია ვინც არის. ასეთ კონსტრუქციას გარკვეულ საფრთხეს უქმნის ნიკა მელიას ტიპის ფიგურა. თუმცა, შეიძლება ამაზე შეგნებულად მიდიან და პრაქტიკულ პოლიტიკაში გადასვლას აპირებენ, შესაძლოა, ვიღაც შეგნებულად მიდის რელიგიური მოტივების დემონტაჟზე. ნიკა მელია არის მაღალი ტემპერატურის პოლიტიკოსი და შეუძლია კონსოლიდაცია მოახდინოს ამ პარტიის, იმათშიც კი ვინც მიშა სააკაშვილის მიმართ გარკვეულ სკეპტიციზმს გამოხატავს.

დაასახელეს ორი ლიდერი, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტიურობით იყო გამორჩეული და იყო ზღვარზე მაქსიმალური პოლიტიკური გაგებით. მელიას შემთხვევაში ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის საკუთარი აბსოლუტური ძალაუფლების გარკვეული ნაწილი დათმოს მელიას სასარგებლოდ თუ ნიკა მელია იქნება არჩეული. იმის მიხედვით, თუ რომელ მათგანზე იქნება არჩევანი შეჩერებული, შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთება იმ ტენდენციებზე, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ. პარტიის თავმჯდომარეს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო