ნათია თურნავა - გატარებულმა რეფორმებმა და ბიზნესის მხარდამჭერმა პროგრამებმა გარე ბაზრებზე ქართული ექსპორტის კონკურენტუნარიანობა გააძლიერა

ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი სტრუქტურული გამოწვევის - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობა კვლავ აქტიურად გააგრძელებს შესაბამის ღონისძიებების გატარებას ქართული ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ მიმართულებით, მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი.

„წინა პერიოდში ამ თვალსაზრისით გატარებულმა რეფორმებმა და განსაკუთრებით მხარდამჭერმა პროგრამებმა, გამოიწვია ის, რომ ჩვენი ექსპორტი საკმაოდ კონკურენტუნარიანია გარე ბაზრებზე და 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად და ზოგადად ეკონომიკური დაღმასვლისა, ქართული ექსპორტი აჩვენებდა გარკვეულ პერიოდში ორნიშნა ზრდის ტენდენციებს, რაც თავისთავად იმაზე მეტყველებს, რამდენად გაძლიერებულია ჩვენი ექსპორტის კონკურენტუნარიანობა. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, გაგრძელდება მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა და არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოტენციალის ათვისება, რომლის ფარგლებშიც მეწარმეებს ხელი შეეწყობათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წარმოების და სისტემების განვითარებაში ახალი ბაზრების მოძიების მიზნით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს