“გრინვეის“ ტექინსპექტირების ცენტრები 31 დეკემბრის ჩათვლით იმუშავებს

ავტომობილების პერიოდული ტექინსპექტირება კვლავ სავალდებულოა იმ შეზღუდვების პირობებშიც, რომლებიც მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესდა. ეს ნიშნავს, რომ ყველა ავტომფლობელი ვალდებულია გაიაროს ტექნიკური ინსპექტირება შესაბამის ვადებში - ანუ, მანქანის რეგისტრაციის თარიღამდე.

ტექინსპექტირების დადგენილ ვადებში გავლის მონიტორინგი ხორციელდება ე.წ. ჭკვიანი კამერებით, რომლებიც ამოწმებენ, გავლილი აქვს თუ არა ინსპექტირება ამა თუ იმ ავტომობილს და აფიქსირებენ დარღვევას იმ მანქანებთან, რომლებსაც შესაბამისი ვადა გადაცილებული აქვს, რაზეც ამ მანქანის მფლობელს ჯარიმა ეკისრება.

იმისათვის, რომ ავტომფლობელებს არ შეექმნათ შეფერხება სავალდებულო ტექინსპექტირების გავლასთან დაკავშირებით, საქართველოში ტექდათვალიერების ყველაზე დიდი ქსელი, „გრინვეი“ 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით მოემსახურება მომხმარებლებს.

„გვინდა მოვუწოდოთ ავტომფლობელებს, დროულად გადაამოწმონ მათი ტექისნპექტირების თარიღი ჩვენს ვებგვერდზე umartivesad.ge, ან გრინვეის ტელეფონზე 2 99 77 77 და დაგეგმონ ვიზიტი ჩვენს ნებისმიერ სერვის ცენტრში, რომლებიც 31 დეკემბრის საღამომდე იმუშავებს, რათა ყველამ შეძლოს ტექინსპექტირების გავლა ვადების დაცვით და არ შეექმნათ შეფერხება. ამასთან, ნუ გადადებთ ბოლო დღემდე, გაიარეთ ტექინსპექტირება გრინვეიში უმარტივესად და შეხვდით ახალ წელს გამართული ავტომობილით,“ - აცხადებენ გრინვეიში.

აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია "გრინვეი" ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს