ე.წ. მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამსახური - საბრძოლო ზონიდან დღემდე 1 039 სომეხი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის ცხედარი გადაასვენეს

მთიანი ყარაბაღის საბრძოლო ზონიდან დღემდე 1 039 სომეხი სამხედრო მოსამსახურისა და სამოქალაქო პირის ცხედარი გადაასვენეს, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ.

„2020 წლის 13 ნოემბრიდან საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სამაშველო რაზმები ახორციელებენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს იმ ადგილებში, სადაც სამხედრო ოპერაციები ჩატარდა. ამ სამუშაოების შედეგად, 20 დეკემბრის მდგომარეობით აღმოჩენილია 1 039 ნეშტი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების ”, - ნათქვამია „საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის“ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ცხედრების ძებნა გრძელდება შუშის, მარტუნის, ჰადრუტისა და ფიზულის რაიონებში.

იხილეთ ვიდეო:ე.წ. მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამსახური - საბრძოლო ზონიდან დღემდე 1 039 სომეხი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის ცხედარი გადაასვენეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო