ზაალ უდუმაშვილი - ჩვენ მზად ვართ მივიდეთ მოლაპარაკებებზე, მიუხედავად იმ განცხადებებისა და ინიცირებული კანონპროექტებისა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და ინიცირებული კანონპროექტები მოლაპარაკებების პროცესში უმძიმეს ფონს ქმნის. თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებისთვის, რათა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლების საბოლოო პოზიცია მოისმინოს.

„ჩვენ ველოდებით მეხუთე რაუნდის დანიშვნას და მეტი არაფერი. როგორც კი მეხუთე რაუნდი დაინიშნება, ჩვენ მზად ვართ მივიდეთ მოლაპარაკებებზე, მიუხედავად იმ განცხადებებისა და ინიცირებული კანონპროექტებისა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა. რა თქმა უნდა, ეს უმძიმეს ფონს ქმნის ამ მოლაპარაკებებში, მაგრამ ჩვენ მოლაპარაკებებზე აუცილებლად მივალთ. ერთადერთი რამისთვის მივდივართ, უნდა მოვისმინოთ ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, კანონპროექტების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება, ბიუროს დღეს წარედგინება. ცვლილებები „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა