დავით სერგეენკო - ვისურვებდი, რომ არგუმენტები და კონტრარგუმენტები გაზიარებული იქნას პარლამენტში, საქმიან სივრცეში და არა შეთვლა-შემოთვლით

ვისურვებდი, რომ არგუმენტები და კონტრარგუმენტები გაზიარებული იქნას აქ, საქმიან სივრცეში და არა შეთვლა-შემოთვლით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს პარლამენტში, ბიუროს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

ამასთან, სერგეენკომ იმ კანონპროექტზეც ისაუბრა, რომლითაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ და როგორც აღნიშნა, საკითხი ბიუროს სხდომაზე იქნება განხილული.

„მოტივაცია, თუ რატომ უნდა იქნას კანონპროექტი მიღებული, არის ის, რომ პარტიებს, ვინც არ აპირებენ ქვეყნის პოლიტიკურ და საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას, დაფინანსება უნდა შეუწყდეთ. ოპოზიციის არგუმენტებიც გასაგებია, თუმცა მე ნამდვილად ვისურვებდი, რომ არგუმენტები და კონტრარგუმენტები გაზიარებული იქნას აქ, საქმიან სივრცეში და არა შეთვლა შემოთვლით.

ეს გადაწყვეტილება არ იქნება სამართლებრივი სფეროს გარეთ მიღებული, სამართლებრივად იქნება გამყარებული. ერთადერთი სწორი გამოსავალია, რომ არგუმენტების და კონტრარგუმენტების შეჯერება მოხდეს საქმიანი დისკუსიით. ეს არ იქნება მოსაწონი ოპოზიციისთვის, მაგრამ ვფიქრობ, ყველა არგუმენტი იქნება საჯაროდ მოყოლილი და ყველას ექნება საშუალება გაითვალისწინოს და საქმის კურში იყოს,” - განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება, ბიუროს დღეს წარედგინება. ცვლილებები „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა