დავით სერგეენკო - ისევ მრჩება იმედი, თუმცა, სულ უფრო და უფრო ნაკლები, რომ ოპოზიციის ნაწილი შემოვა პარლამენტში

ისევ მრჩება იმედი, თუმცა, სულ უფრო და უფრო ნაკლები, რომ ოპოზიციის ნაწილი შემოვა პარლამენტში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციის არყოფნა პარლამენტში დისკომფორტია, მთავრობის მოსმენა დითირამბების ფონზე არ მოხდება.

„ის, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ არის, ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, დისკომფორტის მომტანია, არ არის ნირმალური და ისევ მრჩება იმედი თუმცა, სულ უფრო და უფრო ნაკლები, რომ ოპოზიციის ნაწილი შემოვა.

მთავრობის დამტკიცებას რაც შეეხება, 8- ჯერ გავიარე ეს პროცედურა და საკმაოდ ინტენსიური დისკუსია იყო. მე ჩემი მხრივ შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ეს არ იქნება დითირამბების მიმძღვნელი შეხვედრა, არამედ იქნება კრიტიკული და მწვავე კითხვები და დისკუსიებიც,"- განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება მანდატების დათმობის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს, როგორც სერგეენკო ამბობს, ასეთ საკითხებზე ბიუროზე არის ხოლმე მსჯელობა და შესაძლოა, ეს დღევანდელ ბიუროზეც იყოს ეს ერთ- ერთი საკითხი. რამდენად შეიძლება საკითხის განხილვამ საგაზაფხულო სესიისთვის გადაიწიოს, სერგეენკო აცხადებს, რომ ასეთ საკითხებს თავისი პროცედურა აქვს.

„ასეთ საკითხებს აქვს გარკვეული ვადები მოსაფიქრებლად, გადაწყვეტილების მისაღებად. მე არ ვიცი, რამდენადაა ეს ტაქტიკა ჩადებული ამაში, რომ გადაიწიოს საგაზაფხულო სესიისთვის,"- განაცხადა სერგეენკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა