დავით სონღულაშვილი მინისტრობის კანდიდატებს - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, რაც გვაქვს, არის განახლებადი ენერგია - ამ მიმართულებით რა ხედვა და რა პოლიტიკა გვაქვს?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, რაც გვაქვს, ეს არის განახლებადი ენერგია, რომელიც ღირებული რესურსია და რას ვაპირებთ ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა, ამ მიმართულებით რა ხედვა და რა პოლიტიკა გვაქვს?,- ამ კითხვით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიმართა.

კომიტეტის თავმჯდომარის კითხვები სახმელეთო ტრანსპორტის რეფორმას, განახლებად ენერგიას, კაპიტალის ბაზრის რეფორმას, ლარის სტაბილურობას, რეგიონების წყალმომარაგებას, თუშეთის საბაგირო გზას და მოსახლეობის ინტერნეტზე წვდომას ეხებოდა.

„სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებით - რა რეფორმებს ვაპირებთ ამ მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ სპექტრის, რომელიც გასაკეთებელია. აუცილებლად მინდა ვიკითხო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რა არის პრიორიტეტული მიმართულებები, თუ გვაქვს რამე გეგმა ამასთან დაკავშირებით, ხომ არ იქნებოდა შესასწავლი ამ მიმართულებით, რა ტიპის ბიუროკრატიას აწყდებიან ხოლმე ინვესტორები და შეიძლება თუ არა, წახალისების კუთხით მოვხსნათ ბარიერები, თუ აქვთ. ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება ყოველწლიურად და ამასთან დაკავშირებით, მიჰყვება იმპორტიც, გენერაცია არ მიჰყვება ამ ზრდას და რა პოლიტიკა გვაქვს ჯამში? ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, რაც გვაქვს, ეს არის განახლებადი ენერგია, რომელიც ღირებული რესურსია და რას ვაპირებთ ამასთან დაკავშირებით, რა ხედვა გვაქვს და ამ მიმართულებით რა პოლიტიკა გვაქვს? ძალიან მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე, რასაც საუბრობდით და ამასთან დაკავშირებით, რამდენად ვართ მზად? ერთია, რომ კაპიტალის ბაზარი გვინდა და მეორეა, რამდენად მზად არიან კომპანიები ამისთვის და რამდენად არის ამის შესაძლებლობა. ასევე, ერთ-ერთი დიდი გამოწვევა არის ლარის თემა ჯამში ინვესტორებისთვის, იმიტომ, რომ გვჭირდება სტაბილური ლარი იმისთვის, რომ ინვესტიციები განახორციელონ ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით რა პოლიტიკა გვექნება, იმიტომ, რომ დინამიკა საკმაოდ რთულია. მესმის აბსოლუტურად, რატომაც, მაგრამ როგორ ვმოქმედებთ ჯამში და რას ვაპირებთ, იმიტომ, რომ ეს ერთ-ერთი დიდი კითხვის ნიშანია ინვესტორებისთვის“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა