ბიუროს სხდომაზე რეზოლუციის პროექტი დაინიცირდა, რომელმაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა განსაზღვროს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე რეზოლუციის პროექტი დაინიცირდა, რომელმაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა განსაზღვროს.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბიუროს სხდომაზე რეზოლუციის პროექტზე საუბრისას აღნიშნა, ქვეყნის ნომერ პირველი ამოცანა დეოკუპაცია და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ასევე, რეზოლუციაში საუბარია 2024 წელს საქართველოს განაცხადის შეტანაზე ევროკავშირის წევრობაზე და ნატო-ში წევრობის მზაობაზე.

„საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ ეხება მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას საგარეო მიმართულების ძირითად პრიორიტეტებს, განსაზღვრავს მთავარ ამოცანებს ხელისუფლებისთვის. ნომერ პირველი ამოცანა ეს არის დეოკუპაცია და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით. ასევე რეზოლუციაში საუბარია ჩვენს საპროგრამო განაცხადზე, რომელიც წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს მივეცით 2024 წელს საქართველოს განაცხადის შეტანაზე ევროკავშირში წევრობაზე, ასევე ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული იქნება სტრატეგიული მზაობა ნატო-ში წევრობისთვის, რათა როცა გაჩნდება შესაძლებლობების ფანჯარა, ჩვენ მზად ვიყოთ ნატო-ში წევრობისთვის. აქ საუბარია ასევე ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებზე სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე ინვესტიციების მოზიდვაზე და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე. ასევე, შავი ზღვის არეალში ამერიკის კიდევ უფრო მეტ ჩართულობაზე. ასევე ურთიერთობების განმტკიცებაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ევროპაში, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან, ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან. ასევე, საუბარია იმაზე, რომ რეგიონში საქართველო უნდა დარჩეს ლიდერად და რეგიონული უსაფრთხოება ძალიან პრიორიტეტული იქნება მომავალი 4 წლის განმავლობაში, ამას შევინარჩუნებთ თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობით და სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობით. ასევე, შავ ზღვაზე ბულგარეთთან, რუმინეთთან და უკრაინასთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის პოტენციალის ათვისებით. 14-პუნქტიანი რეზოლუციაა, რომელიც საკომიტეტო მოსმენების დროს შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა, ეს არის რეზოლუცია, რომელიც მომავალი 4 წლის განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს საგარეო მიმართულების პრიორიტეტებს და დაუსახავს ამოცანებს ხელისუფლებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს