აშშ-ში კორონავირუსის 189 099 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 509 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 189 099 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 17 844 690-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 1 509 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 317 668-ს მიაღწია.

აშშ-ში მოსახლეობის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. დღემდე ქვეყანაში ვაქცინის მინიმუმ 2 838 225 დოზაა განაწილებული, აქედან 556 000-ზე მეტი დოზა უკვე გამოიყენეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა