ნათია თურნავა - „ნამახვანი" არის 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პოსტპანდემიურ პერიოდში ნამდვილად უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ მეგა პროექტებს

„ნამახვანი" არის 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პოსტპანდემიურ პერიოდში ნამდვილად უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ მეგა პროექტებს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ნამახვანი“ ჰესის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით სამშენებლო ნებართვა ყველა წესის დაცვით გაიცა და ეტაპობრივად ხდება გადამოწმება და პროექტის უსაფრთხოებას დიდი ყურადღება ექცევა.

„გვაქვს 6-7 მარეგულირებელი სადგური, რომელსაც წყალსაცავი გააჩნია და შეუძლია ზამთრისთვის გადაინახოს წყალი და როდესაც დეფიციტური პერიოდია, შეგვეშველოს. ესაა ძირითადად ძველი სადგურები და მათი რესურსი წლიდან წლამდე კლებულობს და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ახალი, ასეთი ტიპის რეზერვუარიანი სადგური აშენდეს. კონკრეტულად „ნამახვანზე“, როდესაც ვსაუბრობთ, ესაა 1,500 გგვთ.სთ გამომუშავება, რაც ენერგიის მთლიანი მოხმარების 10%-ია, ესაა 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია და ჩვენ 2021 წელს, პოსტპანდემიურ პერიოდში ნამდვილად უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ მეგა პროექტებს.

ცალსახად, როდესაც ასეთი მსხვილი პროექტი ხორციელდება, მას გარემოზე ზეგავლენა გააჩნია და ძალიან სკურპლოზური შესწავლა და კონტროლი სჭირდება ამას. თვითონ ინვესტორმაც ძალიან ბევრი გააკეთა ამ მიმართულებით, ბევრი კვლევა ჩაატარა, სოციალურ პროექტებსაც ახორციელებს და მჭიდრო კომუნიკაციაში მუშაობს ხეობის მოსახლეობასთან, მეფუტკრეობის, მეღვინეობის თუ ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენი მხრიდან, აბსოლუტურად კანონმდებლობასთან შესაბამისადაა გაცემული ნებართვა, ჩატარებულია გარემოს დაცვის შეფასება და საჯარო მოსმენები, მაგრამ თვითონ ის ფაქტიც კი, რომ ნებართვას გავცემთ ისე, რომ ეტაპობრივად, თითოეული სამუშაო ციკლის შემდეგ ხდება გადამოწმება, რამდენად შესაბამისობაშია ის დამტკიცებულ პროექტთან, მეტყველებს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ პროექტს და მის უსაფრთხოებას, ამ პროცესს ვაკონტროლებთ“,-აღნიშნა ნათია თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა