სერგი კაპანაძე - ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ილუზია, რომ  მუქარებით შეაცვლევინებს პოზიციას იმ პარტიებს, რომლებიც თავიანთი ამომრჩევლის დაკვეთით მოქმედებენ

ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ილუზია, რომ მუქარებით შეაცვლევინებს პოზიციას იმ პარტიებს, რომლებიც მოქმედებენ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და თავიანთი ამომრჩევლის დაკვეთით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ პარტიების დაფინანსების შესაძლო შეწყვეტაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია თავის პოზიციას არ შეიცვლის.

„ქართული ოცნება“ აგრძელებს მუქარას იმისთვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეცვალონ თავიანთი გადაწყვეტილებები და პარლამენტში შევიდნენ. მათ ემუქრებიან, რომ თუ ასე არ მოიქცევიან, შეუწყდებათ დაფინანსება და „ნაცინალურ მოძრაობას“ საერთოდ მოხსნიან რეგისტრაციიდან. ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ილუზია, რომ მუქარებით შეაცვლევინებს პოზიციას იმ პარტიებს, რომლებიც მოქმედებენ საზოგადოებრივი ინტერსიდან გამომდინარე და თავიანთი ამომრჩევლის დაკვეთით, რაც რა თქმა უნდა, ასე არ მოხდება. ჩვენ ამ პოზიციას არ შევიცვლით. მათ თუ უნდათ კრიზისის განმუხტვა, გამოსავალი იქნება მხოლოდ ახალი არჩევნები და ამაზე შეთანხმება ჩვენი პარტიონი ქვეყნების დიპლომატების მონაწილეობით და არა მუქარა, დაფინანსების გაუქმება და „ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციიდან მოხსნა. თუ ამას გააკეთებენ, ბუნებრივია ეს იქნება მორიგი დადასტურება იმ დიქტატურის გზის, რომელზეც ივანიშვილი შედგა და რომლიდანაც ყველას ერთად მოგვიწევს, რომ ჩავხსნათ“,- განაცხადა კაპანაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე მთავარი საკითხი ახალი არჩევნები უნდა იყოს.

„ჩვენ ველოდებით მეხუთე რაუნდს, ჩვენი მხრიდან მონაწილეობა დადასტურებული გვაქვს, რომ მზად ვართ განვიხილოთ ყველა საკითხი, მაგრამ პირველ რიგში არჩევნების თემა და ამის ირგვლივ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ვიყოთ კონსტრუქციულად ჩართულები. თუ, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება განხილვის თემა, მაშინ შეხვედრას არანაირი აზრი არ აქვს. აქვე, ევროკავშირის ელჩსაც დავესესხები, რომ ძალიან ართულებს ამ მოლაპარაკებების პროგრესს ის ინიციატივები,რომლებიც შემოიტანა „ქართლმა ოცნებამ“ და რომლითაც ამაყობს ირაკლი კობახიძე“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ინიციატივების თანახმად, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება, ხოლო იმ პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა