თენგიზ ცერცვაძე - 24 დეკემბერს შეზღუდვების მთლიანი ან ნაწილობრივი მოხსნა, ისევ გაზრდის კორონავირუსით დაინფიცირების რისკს

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 24 დეკემბერს შეზღუდვების მთლიანი ან ნაწილობრივი მოხსნა, გარკვეულწილად, ისევ გაზრდის კორონავირუსით დაინფიცირების რისკს.

ცერცვაძის თქმით, ის შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქებას ემხრობა, თუმცა მიაჩნია, რომ დარჩენილ შეზღუდვებზე შესრულების კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

„ცხადია, რომ 24 დეკემბერს შეზღუდვების მთლიანი ან ნაწილობრივი მოხსნა გარკვეულწილად ისევ გაზრდის რისკს. მთავრობამ უნდა აირჩიოს ცუდსა და უარესს შორის, ძნელია არჩევა. პირადად ჩემი, ექსპერტის აზრი ასეთია- ყველაფრის გათვალისწინებით, მე მაინც შევარბილებდი ამ შეზღუდვებს ნაწილობრივ, ოღონდ პარალელურად, გავამკაცრებდი დარჩენილ შეზღუდვებზე შესრულების კონტროლს. შეზღუდვებმა იმოქმედეს და ინფექციის გადაცემა შემცირდა, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ. მთლად ასე ცოტა არ არის. რეალურად, ნაწილობრივ ეს იმის გამოა, რომ კვირა იყო და მხოლოდ 5 ათასი ტესტი გაკეთდა“,-განაცხადა ცერცვაძემ.

იხილეთ ვიდეო:ეპიდემიოლოგების განცხადებით 24 დეკემბერს შეზღუდვების მთლიანი ან ნაწილობრივი მოხსნა, ისევ გაზრდის კორონავირუსით დაინფიცირების რისკს

ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2021
ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ბათუმში „მაგნიტის“ ახალი ფორმატის ფილიალი - „მაგნიტი მაქსი“ გაიხსნა
რომში “ინტელიექსპრესის” ახალი ფილიალი გაიხსნა
საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი პროპარკო (Groupe Agence Française de Développement) კრედო ბანკის აქციონერი გახდა
„ემბავუდმა“ ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა