ნათია თურნავა - ოპოზიციას ამომრჩეველმა ხმა იმიტომ მისცა, რომ ისინი პარლამენტში წარმოადგინონ, ამის მაგივრად ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი კვლავ „ქუჩის გზას" არჩევენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, ოპოზიციამ "ქუჩის გზა" აირჩია, ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტში კრიტიკული კითხვები დაესვა. ამის შესახებ თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის სურვილი ყოველთვის იყო, რომ ოპოზიციას ბოიკოტის ნაცვლად თავისი მისია, ამომრჩევლის დაკვეთა შეესრულებინა.

„ჩვენი გუნდის სურვილი ყოველთვის იყო, რომ ოპოზიციას, ნაცვლად იმისა, რომ ბოიკოტის გზას დადგომოდა, თავისი მისია შეესრულებინა, რაც ამომრჩეველმა დააკისრა. ამომრჩეველმა ხმა იმიტომ მისცა, რომ ისინი პარლამენტში წარმოადგინონ. იგივე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატისთვის მწვავე კითხვები დაესვათ, ასევე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატისთვის, ამის მაგივრად ჩვენ ვხედავთ, რომ კვლავ „ქუჩის გზას" არჩევენ, რაც ჩვენი საზოგადოების მოლოდინი და დაკვეთა არაა. ჩვენს საზოგადოებას მშვიდობიანი განვითარება და რეფორმები სურს", - განაცხადა თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა