სერგი კაპანაძე „ცრუ ბოდვას“ უწოდებს ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც გავრილოვი, „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთად მოქმედებდნენ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე „ცრუ ბოდვას“ უწოდებს ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც გავრილოვი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთად მოქმედებდნენ. კაპანაძის თქმით, „რეალურად ყველაფერი არის პირიქით“.

„სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა ქვეყანაში პრორუსული ძალები, რომელიც დაჯდა მთლიანად რუსულ ნარატივზე, რომელიც ახლა ახორციელებს პუტინისტური რეჟიმის რუსულ გზას, რომელიც გადის პოლიტიკური ოპონენტების განადგურებაზე, მათ დაჭერაზე, პარტიების ჩახსნაზე საარჩევნო რეგისტრაციიდან, პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე. სწორედ ეს არის რუსული გზა. ის რაღაც ბრალდება, რომ რაღაც ერთობლივად გაკეთდა 20 ივნისს და ოპოზიციამ მოაწყო, არის ჩვეულებრივი ცრუ ბოდვა, რომელსაც ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ კობახიძისგან და „ქართული ოცნების“ სხვა სპიკერებისგან“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ გავრილოვი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთად მოქმედებდნენ. ამის შესახებ კობახიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტქალაქში“ განაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო