პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის ჩატარებასთან დაკავშირებით მიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის ჩატარებასთან დაკავშირებით მიმართა.

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, 23 დეკემბრის 12:00 საათიდან პარლამენტი მუშაობას რიგგარეშე სესიებზე გააგრძელებს.

„საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოვიწვიოთ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია, 2020 წლის 23 დეკემბრიდან. მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი საკითხები და გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები დეკემბრის მომდევნო რიცხვებში, მათ შორის ბიუჯეტი. სწორედ ამასთან დაკავშირებით რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მივმართავ პრეზიდენტს. შესაბამისად, 23 დეკემბერს 12:00 საათზე პრეზიდენტის თანმობით ჩვენ უკვე გვექნება საშუალება მოვიწვიოთ რიგგარეშე სესია და განვაახლოთ პლენარული სხდომები და მივიღოთ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც წლის ბოლომდე დგას პარლამენტის დღის წესრიგში“, - განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ პარლამენტს დატვირთულ რეჟიმში მუშაობა მოუწევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა