ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სავარაუდოდ, დღეს კიდევ იქნება ვიწრო ფორმატის შეხვედრა და უახლოეს დღეებში შეზღუდვების შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია ცნობილი გახდება

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სავარაუდოდ, დღეს კიდევ იქნება, ვიწრო ფორმატის შეხვედრა და უახლოეს დღეებში შეზღუდვების შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია ცნობილი გახდება. ამის შესახებ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია დეკემბრის თვე, რადგან ბიზნესში არაერთი წელი იყო.

„დღეს კიდევ იქნება, ალბათ, შეხვედრები. შეიძლება უფრო, ვიწრო ფორმატით და უახლოეს დღეებში განვაცხადებთ, თუ რას ვაპირებთ. ძალიან რთული გასავლელი გზაა, თუმცა მგონია, რომ ამ შუალედურ გზას გავივლით. ერთი მხრივ, ამ შეზღუდვამ მნიშვნელოვანი შედეგი მოგვცა და გავრცელების ტემპმა იკლო, მაგრამ მაინც მაღალია. რაღაც ტიპის ამოსუნთქვის საშუალება ჯანდაცვის სისტემას მისცა და კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ ერთ რამეს - როდესაც ძალიან მაღალი გავრცელებაა ჯანდაცვის სისტემაზე მთელი ტვირთის გადატანა აღარ გამოდის. მეორე მხრივ, ვაცნობიერებთ, რომ დეკემბერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თვეა. მე კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, ბიზნესში არაერთი წელი ვიყავი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო