ივანე მაჭავარიანი - როდესაც ყოველგვარი კონსენსუსის მიუღებლობაა, დესტრუქციის ასეთი ხარისხია, ამ დროს ოპოზიციის მხრიდან ისმის, რომ ფულს თუ არ მაძლევ, რეპრესიაა

„ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიები შემოსულიყვნენ პარლამენტში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ დგას, ოპოზიციის მხრიდან ყოველგვარი კონსენსუსის მიმართ მიუღებლობაა.

„არა მარტო „ქართულმა ოცნებამ“, ასევე მედიატორებმა, ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა ცდა არ დააკლეს ამისთვის. ამის შემდეგ იმდენად მიუღებლობა იყო ოპოზიციის მხრიდან, არ არსებობდა კონსტრუქციულობის ნიშან-წყალი, შეიძლება ეს იყოს ამაზე რეაქცია. როდესაც თვეების განმავლობაში ეხვეწები, რომ შემოდი, არამ მარტო მმართველი ძალა ეხვეწება, არამედ აშშ-ს წარმომადგენლობა, ევროკავშირი და ერთხმად აღიარებენ, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა და მისი ლეგიტიმაცია არ დგას ეჭვქვეშ, როდესაც მიუღებლობაა ყოველგვარი კონსენსუსის, დესტრუქციის ასეთი ხარისხია, ამ დროს მათი მხრიდან ისმის, რომ ფულს თუ არ მაძლევ, რეპრესიაა“,-აღნიშნა მან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს