ირაკლი ბაბუხადია - 2018-2020 წლებში ახალი მაგისტრალური ქსელები მოეწყო ისეთ დასახლებებში, სადაც მაცხოვრებლებს მუდმივი წყალმომარაგება და გამართული ქსელი არასდროს ჰქონიათ

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორის ირაკლი ბაბუხადიას განცხადებით, 2018-2020 წლებში თბილისის ზედა ზონებში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ განახორციელა პროექტი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის განვითარებისთვის.

მისი თქმით, ახალი მაგისტრალური ქსელები მოეწყო ისეთ დასახლებებში, სადაც მაცხოვრებლებს მუდმივი წყალმომარაგება და გამართული ქსელი არასდროს ჰქონიათ - ეს არის თბილისის ზედა ზონები: ტაბახმელა, კოჯორი, შინდისი, კვესეთი და ბეთანია.

ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

ბაბუხადიას თქმით, მომდევნო წლებში იგეგმება არაერთი მსხვილი პროექტი, რაც კიდევ უფრო საიმედოს გახდის დედაქალაქის წყალმომარაგებას.

"ბოლო სამ წელიწადში კომპანიამ 300 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა წყალმომარაგების სისტემის განახლება- განვითარების მიზნით. "ჯივიპი" გააგრძელებს ქალაქის ყველა რაიონში სისტემების განვითარებაზე ზრუნვას და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოსახლეობის მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით“, - აცხადებს ირაკლი ბაბუხადია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა