დავით ზალკალიანი - მეც ვიყავი ოპოზიციაში ჩემს კოლეგებთან ერთად, მაგრამ არასდროს მიკადრია, როცა საქმე ეხებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ოკუპაციას, იქ ჩვენი პარტიული ინტერესები დაგვეყენებინა წინ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საერთაშორისო დონეზე საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციის მხრიდან ნიშნის მოგებით საუბარი არ შეიძლება და კონსოლიდაცია ისეა საჭირო, როგორც არასდროს.

როგორც ზალკალიანმა განაცხადა, არ შეიძლება, ოპოზიციამ ჩასაფრებული პოზიციიდან ისაუბროს და მაშინ, როდესაც ქვეყანას სერიოზული გამოწვევები აქვს, პარლამენტი უნდა იყოს ადგილი, სადაც ამ საკითხებს განიხილავენ.

„მე მინდა ჩვენმა საზოგადოებამ დაინახოს, რა პირობებში, რა გარემოში გვიწევს ჩვენი საკითხების აქტუალიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, ასევე არის პასუხი ჩვენი ოპონენტებისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო გამქრალია საერთაშორისო თანამეგობრობის დრის წესრიგიდან. არის კონკრეტული შემთხვევები, მე მხოლოდ წლევანდელი წლის შედეგებზე კი არ გესაუბრებით - თუ შევადარებთ რა იყო 2012 წლამდე და რა გვაქვს 2012 წლიდან დღემდე, ძალიან დიდი განსხვავებაა. მე ნიშნის მოგებით არავის ვესაუბრები. აქ საქმე გვაქვს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე სენსიტიურ თემებთან, აქ ყველა ერთად უნდა ვიყოთ - როგორც პოზიცია ისე ოპოზიცია. არ შეიძლება აქ ჩასაფრებული პოზიციიდან, ნიშნის მოგებით საუბარი. როგორ შეიძლება გიხაროდეს, რომ საქართველოსთან მიმართებით ესა თუ ის დეკლარაცია მიღებული არ არის, ეს ხომ კონკრეტული პარტიის წარმატება ან წარუმატებლობა არ არის, ეს ქვეყნის წარმატებაა. მე თვითონაც ვიყავი ოპოზიციაში ჩემს კოლეგებთან ერთად, მაგრამ არასდროს მიკადრია, როდესაც საქმე ეხებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ოკუპაციას, რომ იქ ჩვენი პარტიული ინტერესები დაგვეყენებინა წინ. როგორც არასდროს, ისე გვინდა კონსოლიდაცია. როგორ შეიძლება დღეს, როდესაც ასეთი სერიოზული გამოწვევებია, იგივე რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტიგენტის ზრდა სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები, ბორდერიზაცია, ეთნიკური ქართველების გატაცება, მკვლელობა, ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ. პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა ვისაუბროთ ამაზე. როგორ შეიძლება დღეს ვიყოთ იმ სიტუაციაში, სადაც აღმოვჩნდით, დღეს ჩვენი ოპონენტები არ არიან ჩვენს გვერდით. თუ რაიმეს სწორად არ ვაკეთებთ, ამაზე საუბარი უნდა იყოს, ოღონდ ჯანსაღი კრიტიკა უნდა იყოს, არ მივიღებთ არაობიექტურ კრიტიკას“,- განაცხადა ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა