ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების წინასასამართლო პროცესი გადაიდო

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე იძულების, მუქარისა და ქრთამის შეთავაზებაში ბრალდებულების აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის წინასასამართლო პროცესი გადაიდო.

როგორც ბრალდებულების ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს არის ერთადერთი საქმე ქართულ მართლმსაჯულებაში, როცა შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელი პირი არ არის დაკითხული.

"დღეს გაგრძელდა წინასასამართლო პროცესი, იხილება მტკიცებულებათა დაუშვებლობის საკითხი, გადაწყვეტილება დღეს არ ყოფილა მიღებული. თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ ბრალდების მხარე თავგამოდებით ცდილობს ჩვენს მიერ მოთხოვნილი მოწმეების დაკითხვის თავიდან არიდებას, ესენი არიან გიორგი ხელაშვილი და ბექა დავითულიანი, რომლებსაც შესაძლოა პრაქტიკული ცოდნა ჰქონდეთ დანაშაულის ან პოტენციური დანაშაულის შესახებ და საქმის გარშემო პროკურატურას მათი დაკითხვა აშკარად არ უნდა", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ადვოკატის თქმით, ამ დროისთვის უცნობია როდის გაიმართება შემდეგი სასამართლო პროცესი.

ცნობისთვის, აკაკი ხუსკივაძეს და აკაკი კობალაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე და 339-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც იძულებას, მუქარასა და ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 10 დეკემბერს შეუცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო