ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის დასახლებაში გზების რეაბილიტაცია გრძელდება

ნაძალადევის რაიონში, იოსელიანისა და გორდის ქუჩების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ძირითად ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ქუჩის დასაწყისში კი ბეტონის გზა მოეწყო, ასევე, გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 1 600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

„ლოტკინის დასახლებაში კიდევ ერთი საგზაო პროექტი დავასრულეთ. ამ ტერიტორიაზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი, მხოლოდ გრუნტის გზა იყო, რაც გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, პროექტის ღირებულება 110 000 ლარია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა