დავით ზალკალიანი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე - მაქსიმუმს გავაკეთებ, თუმცა გამიჭირდება თქმა, რა პერიოდში მოხდება შეთანხმება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის განცხადებით, სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვრის 66% შეთანხმებულია, დანარჩენ 34 %-ზე კი როდის მოხდება შეთანხმება ძნელი სათქმელია.

როგორც ზალკალიანმა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, საქართველოს შეუძლია საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში იდავოს, თუმცა, მნიშვნელოვანია, შეთანხმება ქვეყნებს შორის მოხდეს.

„საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია თუ არ არის, ეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის, ეს თემა ასევე ესმის ოკუპანტსაც და მას აქვს სხვადასხვა ბერკეტები იმისთვის, რომ პროცესი წინ არ წავიდეს. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიხმაროთ ყველა ღონე იმისთვის, რომ ამ პროცესში ხელის შემშლელი ფაქტორი იყოს. ძალიან გამიჭირდება რა დროში და პერიოდში დასრულდება ეს პროცესი. 26 წელია ვერცერთმა ხელისუფლებამ ეს პრობლემა ვერ გადაწყვიტა. 66% ორივე მიმართულებით, სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც შეთანხმებულია, დარჩენილია დანარჩენი ტერიტორია. მათ შორის, დავით-გარეჯის საკითხი, რომელიც ძალზედ სენსიტიური და რთული თემაა. მე ჩემი შესაძლებლობების და კომისიის ფარგლებში, ახალი გარემოებებიდან გამომდინარე პირობას გაძლევთ, რომ პროცესი წინ წავიდეს. ბევრი რამ პოლიტიკურ ნებაზეც არის დამოკიდებული. ჩვენი მხრიდან მზაობა არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ვიმოქმედოთ და ორივე მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილება მივიღოთ. უამრავი ვარიანტები მუშავდება. კიდევ არის სხვა გამოსავალი, რომ წავიდეთ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში და წავიღოთ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდეს შეთანხმება და ეს არ გახდეს საერთაშორისო სასამართლოში დავის საგანი. მაქსიმუმს გავაკეთებ, თუმცა გამიჭირდება თქმა, დროის რა პერიოდში მოხდება შეთანხმება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა