ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტით დაცული უნდა იყოს როგორც ბრალდებულთა უფლებები, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს საზოგადოების უსაფრთხოებაც

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტით დაცული უნდა იყოს როგორც ბრალდებულ პირთა უფლებები, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს საზოგადოების უსაფრთხოებაც.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამნისტიით რისკის ქვეშ არ უნდა დადგეს ქართული საზოგადოების უსაფრთხოება.

„შესაძლებელია, საკომიტეტო განხილვების დროს ან პლენარული სხდომების მიმდინარეობისას გარკვეული კორექტივები შევიდეს. ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს. რა თქმა უნდა, პირველი, მეორე მოსმენის ფარგლებში, დაინტერესებული სუბიექტები ჩართული იქნებიან, ვისაც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ინტერესი აქვთ. თუკი იქნება ლოგიკური წინადადებები, რომ დაცული იყოს ბრალდებულ, მსჯავრდებულ პირთა უფლებები და საზოგადოების უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს, რისკები არ შეიქმნას, ამაზე ვიფიქრებთ. ეს არ არის მზა პროექტი, თუმცა ძირითადი პრინციპები, რაც წარმოდგენილია, წესით შენარჩუნდება. თუმცა, საკომიტეტო და პლენარული სხდომების განხილვა გვაჩვენებს, რა წინადადებები დადგება.

ვიზიარებ პრინციპს, რომ ერთი მხრივ, ჩვენი პატიმრების და ბრალდებულ პირთა უფლებები უნდა დავიცვათ. მეორე მხრივ, უნდა დავიცვათ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება, რომ გარკვეული ამნისტიით რისკის ქვეშ არ დადგეს ჩვენი საზოგადოება. ბალანსი დაცული უნდა იყოს, ამიტომ, ვნახოთ“,-განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს. კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს