სერგი კაპანაძე - გვაქვს დიქტატურის სტილის პარლამენტი, რომელიც ნამდვილად არ არის არც ევროპული, არც პროგრესსა და მომავალზე ორიენტირებული

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, დღეს საქართველოს ჰყავს ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც არის ოლიგარქის სამსახურში.

კაპანაძის თქმით, ყველა ის კანონი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მიიღება, არ არის ორიენტირებული არც პროგრესზე და არც მომავალზე.

„ჩვენ დღეს გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი ერთი ადამიანის, ოლიგარქის სამსახურში და არა მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის სამსახურში. შესაბამისად, ყველაფერი რაც იქ ხდება, დაწყებული ახლა მთავრობის დამტკიდებით, გაგრძელებული ამ ანტიოპოზიციური კანონების ინიცირებით, რომლის მიზანია უბრალოდ ოპოზიციის დასუსტება და არა რაიმე პროგრესი და რაიმე წინსვლა.

ეს ყველაფერი არის შედეგი გაყალბებული არჩევნების შედეგად მიღებული ხალხის მანდატის არმქონე პარლამენტის და ძალიან სამწუხაროა, რომ ასე გაგრძელდება, თუ გონს არ მოეგება ივანიშვილი და არ წამოვა მოლაპარაკებებზე და არ მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი არჩევნების შესახებ, რადგან ეს არის ერთპარტიული დიქტატურის სტილის პარლამენტი, რომელიც ნამდვილად არ არის არც ევროპული და არც პროგრესზე და მომავალზე ორიენტირებული”,- განაცხადა კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა