ივანე მაჭავარიანი ვალის მოცულობაზე - 60% არ არის პრობლემა, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ინატრებდა, რომ იყვნენ ამ მოცულობის ფარგლებში - მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ვალი ჩამოვიყვანოთ ქვემოთ

ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ვალი ჩამოვიყვანოთ ქვემოთ, რათა მომავალშიც, საჭიროების შემთხვევაში, შევძლოთ თანხების მობილიზება, როგორც ეს ახლა შევძელით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა ვალთან დაკავშრებით მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ მაჩვენებელი 55%-ზე ჩამოიყვანონ.

„თუმცა, დღეს წინასწარ თქვა 2024 წელს, რა მოცულობის იქნება ვალი, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულირება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ 60%-იანი ნიშნული. საკუთრივ 60% არ არის პრობლემა. მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ინატრებდა, რომ იყვნენ ამ მოცულობის ფარგლებში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ 7-8 წელიწადში ერთხელ, არის სხვადასხვა ტიპის კრიზისები, არა ამ მასშტაბის, რომელიც, ალბათ, საუკუნის კრიზისია, არამედ სხვადასხვა ტიპის გამოწვევები. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ვალი ჩამოვიყვანოთ ქვემოთ, რომ რაღაც პერიოდში, თუ დაგვჭირდა, იოლად შევძლოთ თანხების მობილიზება. ჩვენი ვალის მოცულობა იყო 40%-იან ნიშნულზე, სწორედ ამიტომ, ძალიან იოლად შევძელით მოლაპარაკება 1,5 მილიარდ დოლარზე. დღეს, უკვე ვსაუბრობთ 1,9 მილიარდზე, რომელსაც ჯამურად წელს და წლის პირველ კვარტალში მივიღებთ. მომავალშიც, როდესაც შეიძლება რაღაც ტიპის კრიზისი მოხდეს და კიდევ დაგვჭირდეს თანხა, უნდა გვქონდეს ამისთვის სივრცე. მეორეს მხრივ, კანონიც გვავალდებულებს, ვალის მოცულობა იყოს 60%-ზე ქვემოთ, ამიტომ, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიაროთ ისეთი ვალის ნიშნულით, რომ გვქონდეს საჭირო ფისკალური სივრცე, რათა კონკრეტული კრიზისის, იქნება ეს ფინანსური, ეკონომიკური თუ რეგიონული, ვუპასუხოთ მას", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია